19/09/2023
11:14
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 005.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 4 079.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 14.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9 925.7 მილიონ აშშ დოლარს, ზრდამ 17.8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 5 846.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 944.0 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 686.9 მლნ. აშშ დოლარით და აშშ – 1 240.0 მლნ. აშშ დოლარით.
0
0