ჰოლოკოსტის სისასტიკემ გვასწავლა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების დაცვა უნდა ვაქციოთ კაცობრიობის განვითარების მამოძრავებელ ძალად - სალომე ზურაბიშვილი
27/01/2022
16:00
პოლიტიკა
A-
+A
ჰოლოკოსტის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მარადიული ხსოვნა არის ყოველი ჩვენგანის მორალური ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ჰოლოკოსტის სისასტიკემ ადამიანებს ასწავლა, რომ ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა, პატივისცემა კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს.
„27 იანვარი ჰოლოკოსტის, ცივილიზებული სამყაროს არსებობის მანძილზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უდიდესი სისასტიკის ხსენების საერთაშორისო დღეა. ამ ენით გამოუთქმელი ტრაგედიის, მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მარადიული ხსოვნა არის ყოველი ჩვენგანის მორალური ვალდებულება. ჰოლოკოსტის სისასტიკემ გვასწავლა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა, პატივისცემა უნდა ვაქციოთ კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
0
0
265
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%