12/10/2024
10:54
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის შეფასებით, მისმა კონკურენტმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სუსტი ნაბიჯი გადადგა, როცა დებატებზე უარი განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
ჰარისი მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ დებატებზე უარის თქმა მასზე სასარგებლოდ არ აისახება და პრინციპულად მაინც არაფერს ცვლის.
„ვფიქრობ, ეს არ არის კარგი ამომრჩევლებისთვის. მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სუსტი სვლაა. ის [ტრამპი] რომც არ დათანხმდეს დებატებს, ამ არჩევნების კონტრასტი უკვე ნათელია. ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მომავლის ხედვების შესახებაა. ერთია მისი ხედვა, რომელიც წარსულზეა ფოკუსირებული, ხოლო მეორე - ჩვენი - მომავალზე ორიენტირებული“, - განაცხადა ჰარისმა.
10 ოქტომბერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ჰაისთან Fox News-ი ეთერში გასამართ დებატებზე უარი განაცხადა. როგორც მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, მას ჰარისთან სადებატო არაფერი აქვს. მისი აზრით, დებატების გამართვა უკვე ძალიან გვიანია.
ტრამპმა და ჰარისმა პირველი დებატები 10 სექტემბერს გამართეს. აშშ-ის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა ჯერ კიდევ მაშინ თქვა, რომ მეორე დებატებს აღარ გამართავს. ჰარისი, პირიქით, თანახმა იყო კიდევ ერთხელ ეკამათა ტრამპთან პირდაპირ ეთერში.
0
0