12/11/2024
10:28
მსოფლიო
ჰაიტიზე, რამდენიმე ავიაკომპანიამ ფრენები შეაჩერა მას შემდეგ, რაც აშშ-ის შტატ ფლორიდიდან მომავალ Spirit Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავს პორტ-ო-პრენსში დაშვების მცდელობისას, ბანდების წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს.
Spirit Airlines-ის რეისები მეზობელ დომინიკის რესპუბლიკაში გადამისამართდა. BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ბორტგამცილებელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, თუმცა მგზავრები არ დაშავებულან.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კრიზისით დაზარალებულ ქვეყანაში ახალმა პრემიერ-მინისტრმა ალიქს დიდიე ფილს-აიმემ დაიკავა თანამდებობა, რომელიც შეიარაღებულ ბანდებსა და ძალადობის ესკალაციას ებრძვის.
ჰაიტის მიმართულებით ფრენები კიდევ ორმა ამერიკულმა ავიაკომპანიამ, American Airlines-მა და JetBlue-მა, შეაჩერა. ბოლო თვეების განმავლობაში, ჰაიტიზე უსაფრთხოების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ოქტომბერში, ბანდის წევრებმა გაეროს ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ დროებით გააუქმა ფრენები კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში.
0
0