05/10/2022
13:10
სამართალი
გზებზე სიკვდილიანობით ევროპაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან დღესვე პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელშიც გაწერილია დამატებითი ჯარიმები, რაც სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა დარღვევებისთვის მძღოლებს დაეკისრებათ.
„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა გზებზე სიკვდილიანობით დღემდე რჩება ევროპაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლით. რაც გამოწვევას წარმოადგენს და სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს ეფექტიან ღონისძიებებს. მაჩვენებლებით, სიკვდილიანობა 2.7-ჯერ აღემატება ევროპის ქვეყნებს გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
თუკი საქართველოში 100 ათას მოსახლეზე ყოველწლიურად 12 ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, როცა ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 4.4-ია. გზებზე სიკვდილიანობას იწვევს უმეტესად სიჩქარის გადაჭარბება, ასევე სიმთვრალის მდგომარეობაში მანქანის მართვა და ა.შ.
2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში 586 601 სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევა დაფიქსირდა, ეს მაჩვენებელი დაბალი არ არის და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანობას საჭიროებს“, - განაცხადა დარახველიძემ.
0
0