26/10/2024
18:06
არჩევნები 2024
გვჭირდება გადამწყვეტი გოლი, ისეთი ანგარიშით უნდა მოვიგოთ, რომ ვერავითარმა ჭინკამ ვერ გაბედოს ჩვენი გამარჯვების და ჩვენი დამოუკიდებლობის მოპარვა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებთან მილიონ-ნახევარი ამომრჩეველი უკვე მივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულობის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა გამარჯვებას უახლოვდება.
„ჩვენ ვუახლოვდებით ისტორიულ გამარჯვებას, მაგრამ გვჭირდება გადამწყვეტი გოლი, გადამწყვეტი იპონი, რითაც ჩვენ გავაფორმებთ ბოლომდე, გავიფორმებთ ჩვენს დამოუკიდებლობას ისე როგორც 1918 წელს, ისე როგორც 1990 წელს. მოგმართავთ ყველას, ვინც ჯერ არ ყოფილა საარჩევნო უბნებთან - ხალხო, საქართველოს დამოუკიდებლობა არის თქვენს ხელში. სულ რამდენიმე საათი დარჩია იქამდე, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ უარს ვეტყვით რუსეთს და „ოცნებას“ და ჩვენ კიდევ ერთხელ დავიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. მოიკრიბეთ ძალა და აჩვენეთ „ქართულ ოცნებას“ ვინ არის აქ პატრონი, ვინ არის აქ მთავარი და ვისია ეს ქვეყანა. მილიონ-ნახევარმა ადამიანმა და ახლა უკვე მეტმა, აჩვენა რომ არც „ტიტუშკების“ გვეშინია, არც ვიღაცა ქურდბაცაცების გვეშინია, არც კოორდინატორების და საერთოდ არავის ზევით არ დგას საქართველოს დამოუკიდებლობა. აი, ეს უნდა გავაფორმოთ საღამოს 20:00 საათამდე,“ - განაცხადა დოლიძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024