21/12/2021
16:04
საზოგადოება
როგორც აბაშიძე წერს, დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ უფრო მეტად მატულობს, რასაც გვარამიას პოსტი კიდევ ერთხელ ადასტურებს.
"ნაცების" სექტაში აშკარაა, რომ დაპირისპირება და ეჭვიანობა სულ უფრო მძიმე ფორმებს იღებს. თუ რუსმა ჩეკისტმა თემურ ალასანიამ უვიც გოიმთან, ნოდარ მელაძესთან საჯაროდ დაამუნათა დისშვილის ე.წ. პარტია და "გლავკანალზე" ("მთავარი არხი") არც იკადრა მისვლა, წარმომიდგენია რა ხდება კულუარებში. გვარამიას მიერ ვითომ „ფრენდებისათვის“დაწერილი (არა და გაჟონა უკვე) ეს სასოწარკვეთილი Facebook-სტატუსიც მეტყველებს, რომ მორყეულია ტოტალიტარული სექტა, რაც კარგია პოლიტიკური ლანდშაფტისთვის. ცხადია, დღევანდელი აქცია იქნება მორიგი არაფრისმთქმელი დასპონსორებული პერფორმანსი. სადღესასწაულო დღეების შემდეგ კი, (თუ არა მანამდე) დიდი „რაზბორკები“ იქნება შეურაცხადი ექს-პრეზიდენტის მარიონეტებს შორის”,- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე და პოსტის „სქრინს“ აქვეყნებს.
0
0