15/10/2024
14:45
საზოგადოება
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
ერთ-ერთ ავტომანქანაში კოალიცია "ცვლილებისთვის" შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი იმყოფებოდა. ელენე ადგილზე გარდაიცვალა.
"გვაქვს უმძიმესი დღეები, კოალიციას და სამეგობროს, ყველას ვინც იცნობდა ჩვენს ორ თანამებრძოლს, ელენეს და ანას. გუშინ კახეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, რომელიც ცვლილებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის იბრძოდა დაუღალავად. გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის... ამ ჭირში ახლა გამაგრება, ერთად და მყარად დგომა, გლოვა და თან ბრძოლა გვმართებს, ურთულესია ეს ყველაფერი..." - წერს მელია.
0
0