28/01/2024
10:33
კულტურა
გუსტავ კლიმტის ნამუშევარი, რომელიც 1925 წლიდან დაკარგული ეგონათ, ვენაში ერთ-ერთი ოჯახის კერძო კოლექციაში იპოვეს. ქალბატონი ლიეზერის პორტრეტი ავსტრიაში ავსტრიელი ინდუსტრიალისტების, ლიეზერების ებრაულ ოჯახს ეკუთვნოდა და ტილო ბოლოს 1925 წელს ნახეს.
გაურკვეველია კლიმტის ნამუშევრის ბედი 1925 წლიდან მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე. ოჯახი, სადაც პორტრეტი ახლახან აღმოაჩინეს, აღნიშნულ ტილოს 60-იანი წლებიდან ფლობს.
კინსკის აუქციონის წინასწარი შეფასებით ნაშრომის ღირებულება 54 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.
"ასეთი იშვიათი ნამუშევარი, სახელოვნებო მნიშვნელობის და ღირებულების ცენტრალური ევროპის ხელოვნების ბაზარზე ათწლეულების მანძილზე არ გამოჩენილა" - ნათქვამია კინსკის აუქციონის განცხადებაში.
პორტრეტს აუქციონზე 2024 წლის 24 აპრილს გამოიტანენ ამჟამინდელი მფლობელების და ლიეზერების ოჯახის სახელით. კლიმტის ეს ნამუშევარი ვაშინგტონის შეთანხმების პრინციპებს დაექვემდებარება, რაც გულისხმობს, რომ ნაცისტების მიერ მოპარული ნამუშევრები უნდა დაუბრუნდეთ იმ ოჯახებს, საიდანაც ისინი მოიპარეს.
0
0