25/08/2024
18:01
კულტურა
სტარტი აიღო ახალმა გვერდმა - „starringgeorgia.ge“-მ ახალი სლოგანით: გურია მთავარ როლში, - წერს პროექტ „სთარინგ ჯორჯიას“ მენეჯერი ციცი იაშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, აღნიშნული გვერდი მელომანებისთვის კონცერტზე ჩამოსვლას უფრო კომფორტულსა და შთამბეჭდავს გახდის და მათ მეგზურობას გაუწევს.
„გუშინ 2-წლიანი კამპანიის „Starring Georgia“ ბოლო ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. განსაკუთრებით მეამაყება იმის თქმა, რომ 2024 წლის სეზონის ყველა ღონისძიების ბილეთი სრულად იყო გაყიდული და არაერთი სოციალურად გააზრებული კამპანია განვახორციელეთ.
სტარტი აიღო ახალმა გვერდმა - „starringgeorgia.ge“-მ ახალი სლოგანით: გურია მთავარ როლში, რომელიც მთლიანად ჩემს აღმზრდელ გურულ ბებიას მივუძღვენი, რომლისგანაც გურიის განსაკუთრებული სიყვარული მერგო წილად. გარდა ამისა, ეს გვერდი მელომანებისთვის კონცერტზე ჩამოსვლას უფრო კომფორტულსა და შთამბეჭდავს გახდის და მათ მეგზურობას გაუწევს.
მადლობა „ბლექ სი არენას“ ამ შესაძლებლობისთვის და ფასდაუდებელი გამოცდილებისთვის…
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი პროექტის დაიჯერა, მხარი დაუჭირა და შექმნა.
ახლა კი, ახალი თავგადასავლების დროა“, - აცხადებს ციცი იაშვილი.
0
0