28/05/2024
18:17
სამართალი
გორის რაიონში, თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგოზე, ადგილზე მყოფმა პირველი კლასის რიგითმა, ომარ ზურაბის ძე ჩალაბაშვილმა (დაბადებული 2004) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიიყენა სასიკვდილო დაზიანება“, - აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება. ამჟამად, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა , სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ასევე ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული სამხედროს გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
0
0