გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი დადგეს
19/02/2022
18:50
საზოგადოება
A-
+A
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი დადგეს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ადგილობრივები ამბობენ, რომ ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარეს და საკუთარი სურვილით დადგეს. მათივე თქმით, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობისთვის სტალინის ძეგლის აღმართვა პრობლემას არ წარმოადგენს.
"რესტავრაცია ჩავუტარე, გავალამაზე, ხარვეზები ჰქონდა, მთელი სოფელი მოხარულია, აქ ძირითადად ისეთი ხალხია, რომ პატივსვცემთ ბელადს". – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ფორმულასთან საუბარში.
ტაბულა ცდილობს გაარკვიოს ძეგლი კერძო საკუთრების ტერიტორიაზეა დადგმული, თუ საჯარო სივრცეში. იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი საჯარო სივრცეშია უკანონოდ აღმართული, თავისუფლების ქარტია დაირღვევა, რომელიც კრძალავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელ სიმბოლიკებსა და პროპაგანდის სხვა საშუალებებს.
ტაბულა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაკავშირებას ცდილობს.
0
0
515
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%