05/08/2023
00:37
სპორტი
გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინული პოლტავის ვორსკლა“ დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მეტოქეს არა გორში, არამედ თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.
ამასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, რაზეც გორის „დილამ“ განმარტება გააკეთა, რატომ ითამაშებს თბილისში და არა გორში.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ. „თენგიზ ბურჯანაძე არენა“ გახლავთ მეორე კატეგორიის სტადიონი. უეფა-ს მოთხოვნების შესაბამისად, მას ევროტურნირის მესამე და შემდგომი ეტაპების თამაშების მასპინძლობის უფლება არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „აპოელთან“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს „დინამო არენაზე“ ჩავატარებთ“, – წერია გორის „დილას“ განცხადებაში.
„დილა“ კვიპროსის „აპოელს“ 10 აგვისტოს უმასპინძლებს, ხოლო გასვლით მატჩს ნიქოზიაში 17 აგვისტოს გამართავს.
0
0