30/06/2023
18:55
ეკონომიკა
როდესაც რომან გოცირიძე ეროვნულ ბანკში იყო, კუპონის ინიციატორი და ავტორი იყო, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, მაშინ საერთოდ, რაზე ფიქრობდა? კაცი, კუპონის შემოქმედი, გაიცანით ბატონი რომან გოცირიძე , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომან გოცირიძე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით „ურცხვად იტყუება“.
„ რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, მხოლოდ პირველ კვარტალში შეიქმნა 70 ათასი სამუშაო ადგილი. ბატონი რომან გოცირიძე ურცხვად იტყუებოდა, თითქოს, მე ვთქვი, რომ 250 [ათასი] შეიქმნა. მე ვთქვი, ბოლო 2 წელიწადში - მეთქი. მოსმენაც არ იცის ამ კაცმა. მინდა შევახსენო, როდესაც ეროვნულ ბანკში იყო, კუპონის ინიციატორი და ავტორი იყო, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, მაშინ საერთოდ რაზე ფიქრობდა? კაცი, კუპონის შემოქმედი, გაიცანით, ბატონი რომან გოცირიძე“, - აღნიშნა პრემიერმა.
“ზეპირ გამოსვლაში ამ წერილობით ტექსტს სიცრუეში გაასწარით”, – ამ სიტყვებით პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომელმაც დღეს პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა
0
0