გივი მიქანაძე: დადგინდა, რომ ძალადობრივ ქმედებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 5 ივლისს, არანაირი კავშირი არ ჰქონდა ლაშქარავას გარდაცვალებასთან
09/01/2022
11:11
სამართალი
A-
+A
“როგორც ჩანს, ოპიზიციამ გაიგო იმის შესახებ, რომ დასკვნის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა არა მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენლები, არამედ „ტვ პირველისა“ და ლექსო ლაშქარავას ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი, დადგინდა, რომ ძალადობრივ ქმედებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 5 ივლისს, არანაირი კავშირი არ ჰქონდა ლაშქარავას გარდაცვალებასთან და გარდაცვალების რეალური მიზეზი იყო ზედოზირების კომპონენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
“სწორედ აქედან გამომდინარე, მათ გამოიყენეს ის პერიოდი, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის ამის შესახებ ახალი წლის შემდეგ ეცნობებინა. სავარაუდოდ, ოპოზიციამ გაიგო ამის შესახებ და შეეცადა არასწორი, მორიგი დეზინფორმაციის წარმოდგენას ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებით იმისთვის, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაეზარდათ“, – განაცხადა მიქანაძემ.
სამხარაულის ბიუროს დასკვნით, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით გამოწვეული ინტოქსიკაცია გახდა.
0
0
476
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%