04/01/2022
12:43
პოლიტიკა
როგორც დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცადა, მათ ასეთი კომისიის შექმნა არ აინტერესებთ და არ მიაჩნიათ, რომ ეს ის საკითხია, რაზეც პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შევიდნენ და მუშაობა დაიწყონ.
"ჩვენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ მის შექმნაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხელს არ შევუშლით იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან, რომ როცა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენ დაგვჭირდება, მხარს დაგვიჭერენ და მეორე - საკუთარი ტელეარხებით შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ „ქოცების“ მეგობრები და მათთან შეკრული ვართ. ეს არის ჩვენი ორი პირობა, რათა "ნაციონალურ მოძრაობას" ამ საქმეში მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა", - განაცხადა იაგი ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.
0
0