17/02/2022
17:04
საზოგადოება
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა,
აღნიშნულ ტერიტორიაზე ფარეხების ნაცვლად კიდევ ერთი, ახალი სკვერი მოეწყობა.
"დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას ავტოფარეხების დემონტაჟისა და მათ ადგილას აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეების შექმნის თაობაზე, თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ენთუზიაზმით შეხვდა.
აღნიშნულ მისამართზე, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილითა და ინიციატივით განხორციელდა ავტოფარეხების დემონტაჟი და დაიგეგმა კეთილმოწყობილი სკვერის მშენებლობა, სადაც ოპტიმალურად იქნება თავმოყრილი მწვანე და სპორტული აქტივობისთვის განკუთვნილი ზონა, საბავშვო მოედანი, უბრალოდ ლამაზი და ჯანსაღი სივრცე" - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გამწვანებული დასასვენებელი სივრცის მოწყობის მიზნით, 17 ფარეხის დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიაზე „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით დასუფთავების აქცია განხორციელდა.
0
0