გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ის წოდება მეორედ მოიპოვა
26/05/2023
19:47
სპორტი
A-
+A
„ტენერიფესა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2022/23 წლის სეზონის MVP-ი გახდა.
შერმადინი საუკეთესოდ გულშემატკივრებმა, მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და მოთამაშეებმა აირჩიეს, ჯამში მან 88.6 ქულა მოაგროვა. აღნიშნული ჯილდო ქართველმა კარიერაში მეორედ მოიპოვა და ისეთ მოთამაშეებს გაუთანაბრდა, როგორებიც – არვიდას საბონისი, ლუის სკოლა, ნიკოლა მიროტიჩი, ტანოკა ბერდი და ფელიპე რეიესი არიან.
ლიგა ენდესამ ქართველს სპეციალური ჯილდო თვითმფრინავში ყოფნის დროს გადასცა, მიღწევის შესახებ შერმადინმა პილოტისგან გაიგო. ის სეზონის განმავლობაში საშუალოდ 14.4 ქულას, 5.4 მოხსნასა და 1.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
0
0
285
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%