19/08/2024
09:13
სპორტი
„ლიონში“ დაბრუნებულ გიორგი მიქაუტაძეს სადებიუტო შეხვედრაში თავის გამოჩენა შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა, მისი გუნდი კი „რენთან“ გასვლაზე 0:3 დამარცხდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი და ევრო 2024-ის თანაბომბარდირი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრებმა თამაში ცუდად დაიწყეს და „რენმა“ ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა. მე-19 წუთზე ბენჟამინ ბურიჟომ საჯარიმო გოლად გარდასახა, ხოლო 21-ზე „ლიონის“ სენეგალელ მცველს, მუსა ნიახატეს უყურადღებობა ამინ გუირიმ არ აპატია.
მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო, კარში რამდენჯერმე დაარტყა, შეტევები გაამწვავა, მასთან უხეშობისთვის „რენის“ მცველმა ყვითელი ბარათიც მიიღო. 72-ე წუთზე კი ქართველს გატანის რეალური შანსი მიეცა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა – „რენის“ მეკარემ, სტივ მანდანდამ დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთი მოიგერია.
საბოლოოდ, „რენმა“ 90+1-ე წუთზე უპირატესობა ჰენრიხ მაისტერის გოლით გაზარდა და „ლიონმა“ ლიგა 1-ის პირველ ტურში დიდი ანგარიშით წააგო.
0
0