10/11/2024
14:39
არჩევნები 2024
ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა ცესკო-ში მიმდინარე გააძევა სხდომიდან, სადაც საჩივრებს განიხილავენ.
ლაშა ფარულავამ ცესკო-ს წარმომადგენლებს არჩევნების გამყალბებლები უწოდა.
„ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა საქართველოში. რუსული სპეცოპერაციით დემოკრატია გაუქმდა ქვეყანაში. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები გაუქმდა. ამაზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ბატონო გიორგი და ბატონო გიორგი ჯავახიშვილო. თქვენ ხართ მთავარი გამყალბებლები. თქვენ არჩევნები გააუქმეთ ამ ქვეყანაში. თქვენ მიიტაცეთ ეს არჩევნები! “,- აღნიშნა ფარულავამ.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, კალანდარიშვილმა ფარულავას მიმართა:„იძულებული ვიქნები გაგაძევოთ. რაც უფრო ხმამაღლა გვეტყვით შეგვაშინებთ, თუ რას აპირებთ“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა, რის შემდეგაც სხდომაზე ლაშა ფარულავას გაძევების საკითხი დააყენა, მხარდამჭერის შემდეგ კი ლაშა ფარულავას მიკროფონი გაუთიშეს და სხდომიდან გააძევეს.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024