31/03/2023
04:23
კულტურა
გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 33 პიანისტი, მათგან სამი საპრიზო ადგილი ერგო: იუკინე კუროკის (ბრინჯაო), გიორგი გიგაშვილსა (ვერცხლი) და კევინ ჩენს (ოქრო). აღსანიშნავია, რომ დღეს მხოლოდ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელების ვინაობა გახდა ცნობილი, ხვალ კი – გამოვლინდებიან სხვადასხვა საპრიზო კატეგორიის გამარჯვებულები.
ფინალი მოიცავდა სამ ეტაპს. 24 მარტს, პირველ ეტაპზე გიორგი გიგაშვილმა შეასრულა ბეთჰოვენის საფორტეპიანო ტრიო ჩელოსა და კლარნეტისთვის:
https://www.youtube.com/live/9w0sOjPDQDc?feature=share
მეორე ეტაპზე კი – დაუკრა მოცარტის მე-20 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (რე მინორი. K. 466):
https://www.youtube.com/live/2DeZnbeVFxU?feature=share
დასკნით ტურში იგი მსმენლის წინაშე წარდგა სერგეი პროკოფიევის მე-3 საფორტეპიანო კონცერტით (დო მაჟორი, Op. 26):
https://www.youtube.com/live/7wn2PnIG8CI?feature=share
ცნობისთვის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტის, არტურ რუბინშტეინის სახელობის კონკურსი 1974 წლიდან არსებობს და იმართება სამ წელიწადში ერთხელ, თელ-ავივში.
0
0