26/09/2021
15:23
პოლიტიკა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, სადაც პარტიის წევრები წარადგინა და პარტიის ხედვებზე ისაუბრა.
„უნდა გვესმოდეს, რომ სამართლიანი სახელწიფო, წარმატებული სახელმწიფო – ეს არის სახელწიფო, რომელმაც უნდა დაგვიცვას ჩვენ, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი უფლებები, ჩვენი კულტურა, ჩვენი წარსული, ჩვენი ეკლესია, დემოკრატიული ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება. როდესაც სახელმწიფო სუსტია, მაშინ სხვადასხვა პარტიები ამ ინსტიტუტებს თავისი ინტერესებისთვის იყენებენ.“ – ამბობს გახარია.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდების როლს სახელმწიფოს გაძლიერების და სამართლიანი დემოკრატიული წესრიგის მიღწევაში.
„სახელმწიფო უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური განვითარების, თანაბარი შესაძლებლობების დამცველი. სწრაფი გადაწყვეტილებები, სამართლიანი, დემოკრატიული წესრიგი – ეს არის, რაც დღეს გვჭირდება. ამიტომ, ჩვენ გუნდში გვყავს ახალი თაობის, ახალი ფორმაციის პოლიტიკოსები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ ამ ქვეყანაში გაიგოს და მიხვდეს, რომ პოლიტიკა იწყება იქიდან, როდესაც შენ მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო შენს ეზოზე და წესრიგზე შენს ეზოში, შემდგომ – შენს უბანში, შემდგომ – შენს ქალაქში და საბოლოო ჯამში შენს ქვეყანაში. და ჩვენ თუ დღეს არ დავკავდებით ამით, ხვალ პოლიტიკა დაკავდება ჩვენით და ჩვენ ეს აღარ მოგვეწონება. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივმართო – ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. ჩვენ ყველამ ერთად, თავისუფალი არჩევნით უნდა დავიწყოთ ცვლილებები ამ ქვეყანაში. და რასაც არ უნდა ამბობდნენ დღევანდელი ხელისუფალნი, გულის სიღრმეში მერწმუნეთ, რომ ყველაზე უფრო მათ იციან, რომ ცვლილებების დრო მოვიდა.“- ამბობს გიორგი გახარია.
0
0