14/01/2023
16:56
კულტურა
„საქართველოდან ისევ სოფო ბათილა მოხვდა გლობალზე. ანუ, ჩემი სამი გამოსვლიდან სამივე.
ამჯერად, Stairway to heaven-ით.
გილოცავთ და ნახვამდის“, – წერს სოფო ბათილაშვილი “ინსტაგრამზე. მომღერალი ამ პოსტით მის მიერ ნამღერი სიმღერის - „Stairway to heaven“ ”გლობალვოისის" ვიდეოში მოხვედრას გამოეხმაურა.
როგორც ცნობილია, THE VOICE GLOBAL-ის Youtube არხზე, გუშინ გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნიდან „ვოისის“ საუკეთესო შემსრულებლებია შესული. მათ შორის საქართველოდან სოფო ბათილაშვილის სიმღერა მოხვდა. ეს სიმღება (Stairway to heaven) სოფო ბათილაშვილმა 12 იანვარს, საქართველოს პირველი არხის ეთერში, „ვოისის“ პირველ ლაივში შეასრულა, თუმცა მაყურებლისგან ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. მისმა მენტორმა, სოფო ტოროშელიძემ კი გუნდიდან სხვა წევრი, ლიკა სირაძე გადაარჩინა. შესაბამისად, ბათილაშვილი ქართულ "ვოისს" გამოეთიშა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024