გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა
16/10/2021
12:32
სამართალი
A-
+A
გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით, 2 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ამის უფლება ექიმებმა მისცეს.
მოგვიანებით, უგულავამ განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანზე მისვლისას და აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკული პროტოკოლით იმოქმედა. „ამ თემაზე უკვე დავდე პოსტი განმარტება. შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ, მეტს ვერაფერს დავამატებ, გარდა იმისა, რომ ამერიკის პროტოკოლით, აცრილზე 7-8 დღეა. მე ამით ვხელმძღვანელობ და არა ამ აფერისტების მიერ მოგონილი დრაკონული სისულელეებით“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
15 ოქტომბერს გიგი უგულავამ გამოაქვეყნა გამოკვლევის პასუხი და განაცხადა, რომ სრულიად ჯანმრთელია.
0
0
501
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%