27/07/2023
16:23
სპორტი
ბუქარესტში მიმდინარე 20-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, გიგა ოდიკაძემ (61 კგ) ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა – 112/115/117 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აკვრაში ოდიკაძემ 133 კილოგრამი დაძლია და მეექვსე ადგილზე გავიდა. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 250 კილოგრამი მოაგროვა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი:
27 ივლისი
18:00 | 55 კგ (U23) – ბაჩუკი შამილიშვილი
28 ივლისი
16:00 | 67 კგ (U20) – გურამ გიორბელიძე
29 ივლისი
14:00 | 73 კგ (U23) – კახი ასანიძე, არჩილ მალაყმაძე
20:00 | 73 კგ (U20) – გიორგი ხარაზიშვილი, საბა აბაშიძე
30 ივლისი
14:00 | 81 კგ (U20) – საბა ასანიძე, ნიკოლოზ ესართია
31 ივლისი
14:00 | 89 კგ (U20) – ზურაბ მსხალაძე
16:00 | 81 კგ (U23) – ნათია გადელია
1 აგვისტო
12:00 | 96 კგ (U20) – თორნიკე ლომთაძე, გერვასი თაბაგარი
14:00 | 96 კგ (U23) – ირაკლი გობეჯიშვილი
16:00 | 87 კგ (U20) – მარიამ მურღვლიანი
20:00 | 102 კგ (U20) – გურამ ვეკუა
2 აგვისტო
12:00 | 102 კგ (U23) – ლუკა ქაშიბაძე –
16:00 | 109 კგ (U20) – გიორგი კირვალიძე
20:00 | 109 კგ (U23) – ზაზა ლომთაძე, აკაკი ტალახაძე
3 აგვისტო
16:00 | +109 კგ (U23) – თორნიკე ტაბატაძე, მიხეილ ადამია
0
0