გიდასტურებთ, კონტაქტში მყოფი პირებისა და ინფიცირებულებისთვის საკარანტინო და იზოლაციის ვადები შემცირდება - ამირან გამყრელიძე
11/01/2022
12:33
COVID-19
A-
+A
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარანტინისა და იზოლაციის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით მომზადებული აქვთ პროტოკოლი, რასაც უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად განიხილავენ.
გამყრელიძის თქმით, პროტოკოლის თანახმად, კარანტინის და იზოლაციის ვადები შემცირდება როგორც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის, ასევე ინფიცირებულებისთვის.
„გიდასტურებთ, საკარანტინო და იზოლაციის ვადების შემცირებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მომზადებული აქვს პროტოკოლი. ერთი პროტოკოლი უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ, კონტაქტირებული პირების. ასევე დღეს გადაიგზავნება ინფიცირებული პირების. დღეს ან ხვალ ერთობლივად განვიხილავთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. გიდასტურებთ, შემცირდება ვადები როგორც კონტაქტირებულებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის გონივრულ და აღსრულებად ვადამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0
0
280
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%