08/12/2021
13:40
საზოგადოება
„ძალიან მაგარი ტიპები არიან ეს საერთაშორისოდ გამჭვირვალე გიგაური და ტვ პირველი. მათი აზრით „ბიძინა ივანიშვილის გავლენა ქვეყნის მთავრობასა და საჯარო დაწესებულებებზე უნდა შეფასდეს როგორც სახელმწიფოს მიტაცება“. ფიქრობს ხალხი, წვალობს, შრომობს და აღმოუჩენიათ 12 ოფშორული კომპანია, რომლებიც ივანიშვილს ეკუთვნის. ხომ ასე „მუხლჩაუხრელად იბრძვიან“ ყველა პასუხგაუცემელი კითხვისთვის „ნათელის მოსაფენად“, მაგრამ ისეთ ელემენტარულ შეკითხვაზე იბნევიან, როგორიც მაგალითად სახელმწიფოს ხარჯზე სააკაშვილის მიერ ავღანეთის ნაცვლად სასტავთან ერთად დუბაიში ახალი წლის შეხვედრაში კანონდარღვევის ხარისხია. ხალხს ნამდვილად აღარ სჯერა მათი სისულელეების და იმ ძველი ანეკდოტის არ იყოს, შეუძლიათ დასხდნენ და ერთმანეთში ილაპარაკონ“, - წერს გია გაბრიჭიძე.
0
0