09/12/2021
17:38
საზოგადოება
როგორც აბაშიძე წერს, გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პარტნიორობა მას შემდეგ დაიწყო, როცა მელიას დაკავების გამო გახარიამ თანამდებობა დატოვა, ხოლო დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებით დაიწყო მათი ალიანსი.
„აშკარაა, რომ გიორგი გახარიასა და სააკაშვილის პარტიის თანამშრომლობამ ახალ, ოფიციალურ სიბრტყეში გადაინაცვლა. ჩხოროწყუში, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას, „ნაცმოძრაობის“ შვიდივე წევრმა ხმა გახარიას კანდიდატს მისცა. "ქართული ოცნების" გუნდის მოღალატე გახარიასა და ენმ-ის პარტნიორობა 18 თებერვალს დაიწყო, როდესაც ნიკანორ მელიას დაკავების გამო პრემიერმა მოულოდნელად დატოვა თანამდებობა. თბილისის მერის არჩევნებში "ნაცებისთვის" მეორე ტურის უზრუნველყოფის მიზნით, გახარიამ 'იბრძოლა' და პირველ ტურში ხმები წაართვა კალაძეს. დღეს კი, ჩხოროწყუს საკრებულოდან დაიწყო გახარიასა და სააკაშვილის პარტიების ალიანსი. რაც მთავარია, თვალთხარიას იმიჯი უკანა პლანზეა და მთავარია ნებისმიერ ფასად მმართველი პარტიის ობსტრუქცია. ეს "ნაცებს" ეხებათ, მაგრამ რა მოტივებით მოქმედებს გახარია დღემდე უცნობია მისი ცნობილი, მრავალვერსიული პასუხებიდან გამომდინარე.“ -წერს აბაშიძე Facebook-ზე.
0
0