20/02/2024
15:15
ბადაგონი
ქართულმა ღვინომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი როგორც უკრაინის, პოლონეთის ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მისი ექსპორტი ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩინეთშიც, რაც ქართული ღვინის ხარისხზე მეტყველებს.
ღვინის კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია, აღნიშნავს, რომ ღვინის ხარისხი სათავეში, ვენახსა და ვაზში განისაზღვრება.
როგორც ის, BMG- სთან საუბარში აღნიშნავს, ვენახებში, არასერტიფიცირებული ნერგების ქაოტურად გაშენება დიდ პრობლემას ქმნის ხარისხთან დაკავშირებით.
„ღვინის ხარისხი განისაზღვრება სათავეში, ანუ, ვაზსა და ვენახში და შესაბამისად, მისგან მიღებულ ყურძენში. იმიტომ რომ, ნედლეული რა მდგომარეობამდეც არის მიყვანილი - ეს არის ყველაფერი, რაც შემდგომში, განსაზღვრავს ღვინის ხარისხს. ამიტომ, მეტი ყურადღებაა საჭირო მევენახეობის კუთხით. ის ქაოტური ვენახების გაშენება, რომელიც ხდება არასერტიფიცირებული ნერგებისგან, არის ის პრობლემა, რომელიც ღვინის ხარისხს უკავშირდება. შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტო, მოგეხსენებათ, ყოველწლიურად თავის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს ამ ყველაფრისთვის, მაგრამ მე მაინც მხარს დავუჭერდი, რაც შეიძლება მეტი რესურსი იყოს გამოყოფილი ვენახების კუთხით“, - განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
0
0