30/10/2024
18:16
საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ესპანეთში მომხდარი წყალდიდობის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ღრმად დამწუხრებული ვართ ამბებით ესპანეთში გამანადგურებელი წყალდიდობის შესახებ, რამაც გამოიწვია ადამიანთა დაღუპვა და დიდი ზარალი. ამ რთულ პერიოდში ჩვენი ფიქრები ესპანელ ხალხთან და დაზარალებულ მოსახლეობასთანაა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწველ წყალდიდობას, ბოლო ცნობებით, 62 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტად სტიქიამ დააზარალა ვალენსიის რეგიონი, სადაც ნიაღვარმა წაიღო ხიდები, გზები, ავტომობილები და ხეები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ათასზე მეტი სამხედრო. 100 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩეილი.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024