20/01/2025
22:04
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი „სიცოცხლე ღმერთმა გადაარჩინა“, რათა ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო.
თავის საინაუგურაციო სიტყვაში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი „სიცოცხლე გადაარჩინა“ ღვთის მადლმა, რათა ამერიკა კვლავ დიდებული ყოფილიყო. მისი თქმით, ბოლო რვა წლის განმავლობაში ის "ყველაზე მეტად გამოცადეს, ვიდრე ნებისმიერი პრეზიდენტი".
ტრამპის თქმით, ზოგიერთმა "ჩვენი საქმის შეჩერება სცადა", ასევე სცადა მისი თავისუფლების "და ჩემი სიცოცხლის" წართმევა.
ის ამბობს, რომ მისი სიცოცხლე გადარჩა "მიზეზის გამო" - “ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო”.
„ბოლო რვა წლის განმავლობაში მე გამოვიარე იმაზე მეტი გამოცდა და გამოწვევა, რაც ყველა სხვა პრეზიდენტს ჩვენს 250-წლიან ისტორიაში. ამავე დროს მე ბევრი რამ ვისწავლე. შემიძლია, გითხრათ, ჩვენი რესპუბლიკის დაბრუნების გზა არ არის მარტივი. მათ, ვისაც სურდათ, შეეჩერებინათ ჩვენი სვლა, სცადეს ჩემი თავისუფლების წართმევა და ჩემი სიცოცხლის წართმევა. სულ რამდენიმე თვის წინ ლამაზ პენსილვანიაში მკვლელის მიერ გასროლილი ტყვია ყურში მომხვდა და ახლა კიდევ უფრო მეტად მჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე უმიზეზოდ არ გადარჩენილა. მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა კვლავ დიადი გავხადო. სწორედ ამიტომ, ამერიკელი პატრიოტების, ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში თითოეული დღე ჩვენ ვიმუშავებთ, რათა თითოეულ კრიზისს წინ აღვუდგეთ ღირსებით, სიძლიერით და სიმტკიცით. ჩვენ ვიმოძრავებთ მიზნით და სიჩქარით, რათა დავუბრუნოთ იმედი, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და მშვიდობა ყველა რასის, ყველა რელიგიის, ყველა ფერის მოქალაქეებს და ვაქციოთ ამერიკელი მოქალაქეებისთვის 2025 წლის 20 იანვარი გათავისუფლების დღედ“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0