13/11/2024
16:19
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელმა დაჯგუფება „ჰამასთან“ ბრძოლაში დასახულ მიზნებს მიაღწია, შესაბამისად ღაზის სექტორში ომის დასრულების დრო დადგა.
„ისრაელმა თავად განაცხადა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის აღარ დაშვებისთვის „ჰამასის“ სამხედრო პოტენციალის სრული განადგურებაა საჭირო, აგრეთვე მისი ლიდერების, რომლებიც 7 ოქტომბრის მოწყობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისრაელმა საკუთარ მიზნებს მიაღწია. ომის დასრულების დრო დადგა“, - განაცხადა ბლინკენმა.
ამერიკის პირველი დიპლომატის განცხადებით, კონფლიქტის დასრულებისთვის „ჰამასთან“ ტყვეების დაბრუნებისა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებაა საჭირო. აგრეთვე ისრაელმა ანკლავიდან საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ დაჯგუფებას საკუთარი სამხედრო პოტენციალის აღორძინება არ შეეძლოს.
0
0
საქართველოში ე.წ. სურსათის ბანკი შეიქმნება
14/11/2024