08/11/2024
13:54
მსოფლიო
როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, ღაზაში, ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა თითქმის 70% ქალები და ბავშვები არიან. ოფისმა მკაცრად დაგმო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სისტემატური დარღვევა.
„გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნა მიუთითებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სისტემატურ დარღვევაზე. ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი, რომლის გარდაცვალებაც გაეროს დამკვირვებლებმა დაადასტურეს, ერთი დღის ბიჭი, ხოლო ყველაზე ასაკოვანი - 97 წლის ქალი იყო. საერთო ჯამში, 5-9 წლის ბავშვები შეადგენდნენ მსხვერპლთა 44%-ს, შემდეგი ასაკობრივი კატეგორიები მოიცავს 10-14 და 4 წლამდე ასაკის ბავშვებს", - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში.
როგორც Reuters-ი წერს, ეს სტატისტიკა ფართოდ ასახავს ტერიტორიის დემოგრაფიულ მონაცემებს, სადაც არ იყო მიღებული სიფრთხილის ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. Reuters-ის ცნობით, მოხსენების დასკვნებზე ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია.
0
0