ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი 3 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე აპირებდა გამოჩენას
03/10/2021
20:37
პოლიტიკა
A-
+A
ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გეგმების შესახებ ისაუბრა. „იმედის კვირაში“ პრემიერმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი 3 ოქტომბერს, თბილისში დაანონსებულ აქციაზე აპირებდა გამოჩენას.
„მათი გეგმა იყო შემდეგი: სააკაშვილს ბრიყვულად ეგონა, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცოდით, არ გვჯეროდა მისი ჩამოსვლის, არ ვიცოდით მისი შემოპარვის შესახებ. ამ დროს ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, მისი ვითომ შემოპარვის ოპერაცია. იმდენად ბრიყვულად მოიქცა. აქცია დააანონსეს 3 ოქტომბერს, ანუ დღეს უნდა გამართულიყო აქცია თავისუფლების მოედანზე და ამ საღამოს, კულმინაციის დროს სააკაშვილი გამოჩნდებოდა როგორც მხსნელი. და იქ მოხდებოდა შოკი, ემოცია იქნებოდა უზარმაზარი, როგორ მოახერხა ამ დევნილმა კაცმა, მაშინ როცა ჩვენ „წესით“ ველოდებოდით თვითმფრინავით და ის საიდანღაც გაჩნდა. ეს ხომ არანორმალურმა კაცმა შეიძლება დაიჯეროს. აი ილუზიებში რომ ცხოვრობს, მან შეიძლება დაიჯეროს?“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0
159435
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%