31/10/2024
12:31
მსოფლიო
გერმანიამ ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა, სანქციები დაუწესოს.
ამის შესახებ „დოიჩე ველე“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.
იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობას ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები, გერმანია სანქციებს შეიმუშავებს და ეს პოზიცია ჩრდილოეთ კორეის საქმეთა დროებით რწმუნებულს უკვე გააცნეს, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 23 ოქტომბერს დაიბარეს.
„თუ დადასტურდება, რომ რუსეთის მხარეს ომში ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები მონაწილეობენ, შემდგომი ნაბიჯების უფლებას ვიტოვებთ, მათ შორის დამატებითი სანქციების დაწესებაზე“, განაცხადა სებასტიან ფიშერმა.
ფიშერის თქმით, დროებით რწმუნებულთან საუბრისას გერმანულმა მხარემ მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი რუსეთის უკანონო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და შეწყვიტოს რუსეთის შესაბამისი მხარდაჭერა.
0
0