23/05/2022
19:16
მსოფლიო
გერმანია მზად არის, უნგრეთის მონაწილეობის გარეშე მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს, – აღნიშნულის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.
ჰაბეკის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია, რომ ევროკავშირმა ვერ მიაღწია შეთანხმებას დაგეგმილ ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით და დაამატა, რომ გერმანია მზადყოფნას გამოთქვამს, უარი თქვას უნგრეთის მონაწილეობაზე, რათა პროცესი დაჩქარდეს.
„ევროკომისიის პრეზიდენტი თუ ამბობს, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ 26 ქვეყანასთან ერთად, უნგრეთის გარეშე, მაშინ ეს არის გზა, რომელსაც მე ყოველთვის დავუჭერ მხარს, მაგრამ ევროკავშირისგან ასეთი რამ ჯერ არ მომისმენია“, – განაცხადა ჰაბეკმა.
ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის უნგრეთი ყველაზე მეტად აკრიტიკებს რუსულ ნავთობზე დაგეგმილი ემბარგოს.
0
0