09/03/2024
23:51
კონფლიქტები
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეეებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოგზაურობას კატეგორიულად არ ურჩევს. ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაში “ტერორიზმის” კატეგორიაშია აღნიშნული.
სამინისტრო გერმანიის მოქალაქეებს არ ურჩევს არა მხოლოდ უშუალოდ ოკუპირებულ რეგიონებში, არამედ მიმდებარე ტერიტორიებზე ჩასვლასაც. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ამ რეგიონებსა და მათ ადმინისტრაციულ საზღვრებზე რუსული ჯარებია განლაგებული.
“ამჟამად კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაცია სტაბილურია, თუმცა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. აუცილებელია, ყურადღებით ადევნოთ თვალი ადგილობრივ მედიას. ამ რაიონებში სამაშველო ფრენების განხორციელების საშუალება არ არის გარანტირებული”, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო უწყების რეკომენდაციაში.
აქვე განმარტებულია “საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და მოყვანილია ის ნორმები, რომლებითაც ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის საკითხი სამართლებრივად რეგულირდება. უწყება საკუთარ მოქალაქეებს აცნობებს, რომ ამ რეგიონებში უკანონო შესვლამ შესაძლოა, მათი დაჯარიმება ან 5 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.
რეკომენდაცია 9 მარტს გამოქვეყნდა.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024