11/04/2022
11:07
კონფლიქტები
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებენ.
მათი თქმით, ეს "არჩევნები" არაკანონიერია, ისევე, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება.
"[გერმანიის] ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ "საპრეზიდენტო არჩევნების" კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც გაიმართა 10 აპრილს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს "არჩევნები" და მათი შედეგი არაკანონიერია, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში 5 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ბიბილოვის დაპირება ორი ე.წ რეფერენდუმის ჩატარებაა - პირველი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.
ბიბილოვის გარდა, ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატები ასევე არიან "პარტია ნიხას-ის" ლიხერი, ალან გაგლოევი, ე.წ პარლამენტის ყოფილი ე.წ დეპუტატი დმიტრი ტასოევი, მოქმედი ე.წ დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ პარლამენტის ვიცე სპიკერი ალექსანდრ ლიევი.
ე.წ საარჩევნო უბანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც გაიხსნა.
რეგისტრირებულია 32 ათასი "ამომრჩეველი".
0
0