18/09/2023
08:42
სპორტი
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ქართველი ფინალში ირანელ ამირ ჰასეინ ზარეს შეხვდა და უშანსოდ 0:11 დამარცხდა. გენომ ვერცხლის მედალთან ერთად 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.
დღეს ფინალურ ბლოკში, ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთი ქართველი შოთა ფარტენაძე (61კგ) თავის სადებიუტო მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.
ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული მეხუთე ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელი გახდება.
0
0