გენო პეტრიაშვილი გორელი გულშემატკივრის წინაშე წარსდგება
17/08/2024
14:01
სპორტი
A-
+A
გორის „დილა“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „თელავს“ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. შეხვედრის დაწყებამდე გულშემატკივრის წინაშე 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებული გენო პეტრიაშვილი წარსდგება, „დილა“ კი მას, სიმბოლურად, საგანგებოდ მისთვის შექმნილ მაისურს გადასცემს.
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, მანამდე პეტრიაშვილი 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი იყო. ამას გარდა, გენო ევროპის ორგზის (2016, 2020) და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია (2017, 2018, 2019).
„დილასა“ და „თელავის“ მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 17 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.
0
0
284
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%