28/11/2022
13:14
მედიცინა
კოკაინი არის ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში გამოიყენებენ, თუმცა ფლობს ისეთ სახიფათო თვისებებს, რომელიც მომხმარებელში ძლიერი დამოკიდებულების განვითარებას იწვევს. ჟურნალი “NewScientist”-ის თანახმად, ბიოქიმიკოსებმა კოკას მცენარის მექანიზმი, რომლითაც ის ალკალოიდის შემცველ ფოთლებს წარმოქმნის, თამბაქოში აამოქმედეს და მიიღეს თამბაქოს მცენარე, რომლის ფოთლებისგანაც კოკაინის დამზადება არის შესაძლებელი.
ეს მიგნება სტიმულანტის ალტერნატიული გზებით მიღებას ან მისი მსგავსი ნივთიერების წარმოებას შესაძლებელს ხდის კოკას მცენარის თვისებების სხვა მცენარეებში დანერგვით - გენეტიკური მოდიფიკაციის გზით.
ერთ საუკუნეზე მეტია, რაც მეცნიერები კოკას მცენარის თვისების გაშიფვრას ცდილობენ, რომელიც მათი კოკაინის წარმოქმნის უნარს ახსნის.
ჩინეთში, კუნმინგის ბოტანიკის ინსტიტუტში, შენგ-ქსიონგ ჰუანგიმ და მისმა კოლეგებმა ამ იდუმალი ნივთიერების გამოსაკვლევად, მცენარეში (არა კოკას მცენარეში) არარსებული ორი ფერმენტი შეიყვანეს - EnMT4 და EnCYP81AN15.
ამ ორი ფერმენტის გამოყენებით მეცნიერებმა თამბაქოს მონათესავე მცენარის, Nicotiana benthamiana, გენეტიკური მოდიფიკაცია მოახდინეს. მათ აღმოაჩინეს, რომ თამბაქოს 1 მილიგრამი გამომშრალი ფოთლისგან 400 ნანოგრამი კოკაინის დამზადება შეიძლება, რაც კოკას მცენარის შემცველობის 25 პროცენტია.
შენგ-ქსიონგ ჰუანგის თქმით, თამბაქოთი ჯერჯერობით ვერ გამომუშავდება საკმარისი კოკაინი, კვლევებისა და სამედიცინო სფეროს ნივთიერებით მომარაგების დაწყებას აზრი რომ ჰქონდეს. ჰუანგი ამბობს, რომ მცენარეები მაღალი ბიომასით და სწრაფი განვითარების ტემპით, როგორებიც არიან ბაქტერია Escherichia coli და სოკო Saccharomyces cerevisiae, შესაძლოა ამ მიზნისთვის მეტად შესაფერისები და პროდუქტიულები იყვნენ.
კოკაინი მედიცინაში ადგილობრივი ანესთეზიისთვის განკუთვნილ მედიკამენტებში გამოიყენება როგორც ერთ-ერთი ინგრედიენტი. ექიმები კოკაინის შემცველ შესასხურებელ საშუალებებს, მაგალითად Numbrino-ს და Gropelto-ს, ოპერაციამდე პაციენტების გასაბუჟებლად ირჩევენ. მსგავს მედიკამენტებს პირის, ცხვირის და ყელის მიდამოებში, ლორწოვანი ზედაპირზე იყენებენ. გასათვალისწინებელია, რომ სხეულის ნაწილები, რომელიც შეიძლება კოკაინის შემცველი წამლით დაბუჟდეს, ძალიან შეზღუდულია, ვინაიდან კოკაინი ლორწოვანი გარსებსა და სისხლძარღვებს აზიანებს.
წყარო: Tech Times
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0