22/07/2023
17:54
სპორტი
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც "სარაევოსთან" მატჩის შემდეგ "ტორპედოს" გამარჯვების აღნიშვნაა აღბეჭდილი.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიმართავს გუნდის მწვრთნელი სტვინ კინი ფეხბურთელებს ქართულად - "გენაცვალეთ, ბიჭებო!".
ინფორმაციისათვის, კინმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე განაცხადა, რომ ქართული ენის სწავლას აპირებდა, რათა ფეხბურთელებთან უკეთესი კომუნიკაცია ჰქონოდა.
შეგახსენებთ, რომ "ტორპედომ" სარაევო პენალტების სერიაში დაამარცხა და კონფერენს ლიგის მეორე წრეში გავიდა.
ცნობისთვის, უეფა-ს სადისციპლინო კომისიამ „სარაევო“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ პირველი მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო 15 000 ევროთი დააჯარიმა, ხოლო მათ ფანკლუბს, რომლის სახელიც „ბოროტების ურდოა“, თამაშზე დასწრება აუკრძალა – ინფორმაციას sport1.oslobodjenje ავრცელებს.
0
0