12/12/2022
20:01
სპორტი
განვლილმა მეოთხედფინალებმა სამხრეთამერიკული დერბის ხილვის საშუალება დაგვაკარგინეს.
ბრაზილიელებს- ცეკვის ხალისი, არგენტინელებს- სიმშვიდე და მოთმინება, მაროკოელებმა დიდებული მისია შეასრულეს! ჯერ, პირველად ისტორიაში, ნახევარფინალში აფრიკული გუნდი გავიდა და მეორეც, მაროკო - აფრიკულის გარდა, არაბული ნაკრებიც არის. ამდენად, აფრიკის გარდა, მაროკოელებს მთელი არაბული და უფრო ფართოდ, მუსულმანური სამყარო გულშემატკივრობს!
ფრანგებს- პირველი გამარჯვება ინგლისელებზე მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე, ჩვენ კი - 4 სასიამოვნო თამაში მივიღეთ.
ნებისმიერი გულშემატკივარი მიიღებდა სიამოვნებას დაძაბული თამაშებიდან.
ბოლო წუთებზე მატჩის შედეგის შემოტრიალებიდან, მწვრთნელების სწორი და დროული გადაწყვეტილებებიდან - ვგულისხმობ, ვან გაალის მიერ, მეორე ტაიმის ბოლოსკენ გაკეთებულ სწორ ცვლილებას, როცა 78-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ვუდ ვერგჰორსტმა 2 გოლი გაიტანა და ჰოლანდიელებს ნახევარფინალში გასვლის შანსი მისცა.
მან მატჩისშემდგომი პენალტიც გაიტანა, ყვითელი ბარათიც მიიიღო, ოღონდ მოედანზე გამოსვლამდე.
ან მაროკოს ნაკრების მწვრთნელის მიერ მეორე ტაიმის დროს, მეხუთე მცველის გამოყვანა მაშინ, როცა ოთხიდან ორი ძირითადი მცველი, იძულებით უკვე შეცვლილი იყო.
ვან გაალის კიდევ ერთი ცვლილება მომეწონა - სტივენ ბერგეინი 46-ე წუთზე სტივენ ბერგეინმა შეცვალა, 88-ე და 91-ე წუთებზე ორივემ მიიღო ყვითელი ბარათი. საერთოდ, ეს მატჩი, ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა. ჰოლანდიელები უხეშობდნენ, არგენტინელები ვალში არ რჩებოდნენ და საბოლოო ჯამში, 16 ყვითელი ბარათი დაგროვდა. მათ შორის, სათადარიგოთა სკამზეც.
ეს ყველაფერი მოედნის გარეთაც გაგრძელდა. მატჩის შემდომ ინტერვიუებში, ორივე გუნდის წარმომადგენლები თამაშზე მეტად მეტოქეებზე საუბრობდნენ და ვერ თოკავდნენ აგრესიას. მათ შორის იყო ლეო მესიც. ხოლო, ხორვატული Sportske Novosti საზოგადოებას ამცნობს, რომ არგენტინელებს ნახევარფინალისთვის ხორვატების წინააღდეგ, მზად აქვთ რაღაც "ბინძური გეგმა" და ისინი, პირველ 60 წუთში აპირებენ ხორვატი ფეხბურთელების პროვოცირებას.
არადა, მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო ძალიან ლამაზი თამაშით- ხორვატია-ბრაზილია. ხორვატებმა 117-ე წუთზე, ერთადერთი ზუსტი დარტყმა მოახერხეს ბრაზილიელთა კარისკენ. მოიპოვეს მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრიანების შესრულების უფლება, რის შედეგადაც, ზედიზედ მეორედ, ნახევარფინალში გავიდნენ.
მეორე დღე დაიწყო პორტუგალიელთა განუწყვეტელი იერიშებით, რომელსაც მათი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ისევ სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა. პორტუგალიელთა მწვრთნელს, არ ვიცი, ტაქტიკამ უმტყუნა და ფიქრობდა, როგორც წინა მატჩში დასვენებული ლიდერი, მეორე ტაიმში შემოეყვანა და უფრო განემტკიცებინა გუნდის წარმატება, თუ.... ჩათვალა, რომ როგორც შვეიცარიასთან, აქაც ლიდერის მოედანზე გამოყვანამდე მოიგებდა მატჩს. ერთი სიტყვით, რონალდოთი, თუ მის გარეშე, პორტუგალიამ ვერაფერი მოუხერხა მაროკოელთა გაუვალ და მატჩის მსვლელობაში ტრავმების გამო, 2 კაცგამოცვლილ და შემდეგ, მეხუთე კაცდამატებულ დაცვას.
მისტერ კეინიმ კი, გარისკა და ერთ მატჩში ნახევარი საათის შუალედით, მეორე პენალტი დაარტყა. იმდენი იფიქრა, იმდენი არჩია დარტყმის ძალა და მიმართულებაც, რომ საბოლოოდ, ბურთი კარში ზუსტად ვერ დაარტყა და საუთგეითის სანაქებო გუნდი კატარს დაემშვიდობა.
მეოთხედფინალები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მწვრთნელებისა თუ ფეხბურთელების წლების ნაჯაფის შეფასება-დაფასება, ხშირად, სწორედ ამ ბარიერის გადალახვით ხდება.
გახვალ ნახევარფინალში- გაქვს მედლის მოპოვების შანსი, ტყუილად არ გიწვალია, ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვდი. და თუ გავარდი, ამ ეტაპზე, მადლიერი ადამიანი და სამსახური სანთლით გყავს საძებარი.
ვან გაალი, ალბათ ისე დაასრულებს სანაკრებო მოღვაწეობას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატებზე წაგებული მატჩი არ ექნება - 8 გამარჯვება და 4 ყაიმი.
ჰოკეის გულშემატკიცარი, გიორგი გოგოლაძე
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024