25/08/2024
10:44
სპორტი
23 აგვისტოს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია და ფოტოები, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა "თბილისში, ქალთა მსოფლიო გრან პრის მერვე ტურის ლიდერთა შეხვედრაში, საპატიო პირველი სვლა გააკეთა".
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Facebook პოსტის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა დასვა კითხვა, “რა დამსახურებით გააკეთა პირველი საპატიო სვლა ცოტნე ივანიშვილმა ქალთა მსოფლიო გრან პრიზე?"
მოგვიანებით, ჭადრაკის ფედერაციამ ამავე პოსტის კომენტარებში განმარტა, რომ ცოტნე ივანიშვილი დიდი ხანია ჭადრაკში მეცადინეობს.
"უმაღლესი კატეგორიის ტურნირებში გავრცელებული პრაქტიკაა პირველი სვლის გაკეთების ტრადიცია.
ცოტნე ივანიშვილი წლების განმავლობაში ინტენსიურად მეცადინეობს ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატის დახმარებით და მისი მოქმედი რეიტინგი საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com არის 2200-მდე." - დაწერა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ.
0
0