გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ბუნტია, სრული სიცრუეა - პენიტენციური სამსახური
14/10/2021
19:19
სამართალი
A-
+A
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსთავის N 17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა. ეს არის სრული სიცრუე და იმ ბინძური, დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ხანძრის გამო, რომლის ლოკალიზების პროცესიც თითქმის დასრულებულია.
„პენიტენციურ დაწესებულებას, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მიეწოდება ელექტროენერგია. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდგომ ყველა პატიმარს მიეცემა ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას.
N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი პირადად პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე აკონტროლებს ვითარება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
478
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%