17/10/2021
13:16
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამ დასკვნას განახლებულ მონაცემებზე და ბოლო პერიოდის ტენდენციაზე დაყრდნობით აკეთებს.
"სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ჩვენი გახლავთ, რომ ყველა უნდა დავიცვათ რეგულაციები. ეპიდსიტუაცია სერიოზულად უარესდება. ყველამ შინ და გარეთ უნდა ვატაროთ პირბადე, ეს ხომ არის უმარტივესად შესასრულებელი რეკომენდაცია. იცავს პირბადე.
მეორე - დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც ეს არ უნდა იყოს. წავიდეთ და ავიცრათ ერთმანეთისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად მძიმე ნოემბერი გვექნება, ვის უნდა ისევ სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი?! 1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, გავრცელება ძალიან სწრაფია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუცია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მზარდია. დღეს 4 581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ 28 პაციენტი.
0
0