02/01/2022
12:21
საზოგადოება
"გაშვებული შესაძლებლობა 2021.
პოლიტიკაში გადამწყვეტია არა ის, თუ პროტესტის რა ფორმებს იყენებ, არამედ ის, რომ მისი ორგანიზება მოხდეს სწორ დროს, სწორ ადგილზე, სწორი მოთხოვნებით, რათა მოიცვა პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის უმრავლესობა და მიიღო საერთაშორისო მხარდაჭერა. ასეთი 2021-ში იყო სამი თემა - მიშელის შეთანხმების ანულირება, გაყალბებული არჩევნები, ტოტალური მოსმენები.
ეს იყო თემები, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი იყო პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ფრთის და მთლიანად საზოგადოების კონსოლიდაცია და ტოტალური ბოიკოტით უმცირესობაში დარჩენილი ხელისუფლების გადატეხა.
ამის ნაცვლად, პროტესტის ქვაკუთხედად იქცა სააკაშვილთან დაკავშირებული პერიპეტიები, რამაც ისევ დაყო, დააქუცმაცა როგორც საზოგადოება, ასევე პოლიტიკური სპექტრი და რითაც კარგად ისარგებლა ხელისუფალმა. ასეთია ბევრისთვის მწარე სიმართლე…“
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024