29/02/2024
16:39
კულტურა
პოეტი, ბიბლიოთეკარი და საპატიო გურჯაანელი, ნუნუ შალვაშვილი გარდაიცვალა.
ქალბატონი ნუნუ არაერთი ლექსისა და ლიტერატურული გამოცემის ავტორია, მკითხველის განსაკუთრებული სიმპათია კი წლების წინ გამოცემული კრებული „ჩემი შემოდგომა“ გახდა. წლების განმავლობაში ის გურჯაანის ცენტრალური ბიბლოთეკის სამკითხველო დარბაზის გამგე იყო.
ნუნუ შალვაშვილი ლექსებს ბავშვობიდან წერდა. როგორც თავას ამბობდა, მისი ლექსების პირველი შემფასებელი ჯერ დედა, შემდეგ მეუღლე, ხელოვანი ომარ გოჩელაშვილი იყო.
რამდენიმე ათეული წლის წინ, მეუღლესთან ერთად ლიტერატურული შემოქმედების წრე და გაზეთი „მუზა“ დაარსა და დამწყებ პოეტებს საშუალებას აძლევდა ნამუშევრები საზოგადოებისთვის გაეცნოთ. პოეტი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ კულტურულ ღონისძიებებში.
მკითხველისათვის ყველაზე საყვარელი კი მისი ლექსი, „ქალი, მაინც ქალია და …“ გახდა, რომელსაც თავად ავტორი შესანიშნავად კითხულობდა:
წყარო: “კახეთის ხმა”
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024