26/08/2024
23:07
კულტურა
„დიდი დანაკლისია სვანეთისთვის და სრულიად საქართველოსთვის.
გარდაიცვალა ანსამბლ „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი თვალსაჩინო წევრი, სვანური სიმღერის უბადლო შემსრულებელი მურად ფირცხელანი” – ამის შესახებ ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, განუზომელია მურად ფირცხელანის წვლილი სვანური სიმღერის პოპულარიზაციაში:
„დიდი დანაკლისია სვანეთისთვის და სრულიად საქართველოსთვის, გარდაიცვალა ანსამბლ „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი თვალსაჩინო წევრი სვანური სიმღერის უბადლო შემსრულებელი მურად ფირცხელანი.
განუზომელია მურად ფირცხელანის წვლილი სვანური სიმღერის პოპულარიზაციაში.
უფალმა ნათელი სასუფეველი დაუმკვიდროს.
მურად ფირცხელანი ხოჩა ლაქუნო ჯარ” – წერს ნიკოლავა.
მურად ფირცხელანის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს „სვანეთინიუსიც”:
„ანსამბლი „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი წევრი, მურად ფირცხელანი გარდაიცვალა…უდიდესი დანაკლისია ეს ძვირფასი ადამიანი მთელი სვანეთისთვის და სვანური ფოლკლორისთვის…ვიზიარებთ მწუხარებას…” – წერს „სვანეთინიუსი”.
0
0