08/11/2022
21:13
მედიცინა
კლინიკა "ვივამედის" ხელმძღვანელის, ნინო ნადირაძე-კუზანოვას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას მეტი სიფრთხილეა საჭირო.
"გაოგნებული ვარ, პაციენტის პირად ინფორმაციას ( ბანალური კარიესიც რომ იყოს), თუ ამაზე წერილობითი თანხმობა არ გვაქვს, ხმას არ ვიღებთ და იურისტები ისე აფრიალებენ ამ დემენციას, რომელიც "აწი" უნდა შეატყობინონ პაციენტს, მათივე სიტყვებით, და, ფაქტიურად, უუნაროდ აცხადებენ მისი ნებართვის გარეშე, აი, რა იურისპრუდენციულ სახელმძღვანელოში წერია, გვითხრან" - წერს ნადირაძე სოციალარ ქსელში.
ცნობისთვის, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დღეს განაცხადა, რომ გამოკვლევების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარია ტუბერკულოზზე, დემენციასა და კიდევ 34 დაავადებაზე.
0
0